02/10/2023
18:32
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტს ცხრა კომპანიის, მათ შორის Ripple Labs-ის მონაწილეობით დაიწყებს. ერთ-ერთ მათგანს ექნება შესაძლებლობა, ტესტირების შემდეგი ეტაპის ფარგლებში გააგრძელოს მუშაობა. ამის შესახებ გამოემა forklog.com წერს.
სიაში შედის Augentic, Bitt, Broxus Holdings, Currency Network, DCM, eCurrency Mint, FARI Solutions და Sovereign Wallet.
ეს ინიციატივა ხელისუფლების ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს უკავშირდება. სავარაუდოა, რომ CBDC მიაღწევს საოპერაციო თავსებადობას ციფრულ ევროსთან, მონეტარული თავისუფლების შენარჩუნებით.
საქართველოს ბანკის ანგარიშის მიხედვით, მარეგულირებელი განიხილავს ორი დონის დიზაინს ფულის ახალი ფორმისთვის, მესამე მხარის მიერ მოწოდებული საფულეებით. სავარაუდოდ, ის პროგრამირებადი იქნება და ხელს შეუწყობს აქტივების ტოკენიზაციას.
მარეგულირებლის ფინტექ ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვარლამ ებანოიძის თქმით, ციფრული ლარის გამოყენების სცენარები მოიცავს სოფლის მეურნეობის სექტორის კომპანიების დაზღვევის უზრუნველყოფას და უძრავი ქონების ტრანზაქციების ავტომატიზაციას.
სექტემბერში საქართველოს ბანკი გახდა mBridge პროექტის მონაწილე, პლატფორმა ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის, რომელშიც მონაწილეობს CBDC, როგორც დამკვირვებელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ლარის გამოშვების გეგმა პირველად 2021 წლის მაისში გამოაცხადა.
0
0