13/09/2022
11:28
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა მათ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა მექსიკაში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კონტრშეტევის შედეგები, დასავლეთის დახმარების გარდა, არის უკრაინელების არაჩვეულებრივი სიმამაცისა და სიმტკიცის დამსახურება. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინელები იბრძვიან თავიანთი სამშობლოსთვის და მომავლისთვის.
„ის, რაც მათ გააკეთეს, იყო მეთოდურად დაგეგმილი და რა თქმა უნდა, ამას ხელი შეუწყო აშშ-ისა და მრავალი სხვა ქვეყნის მხრიდან მნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინას ხელში ჰქონდეს აღჭურვილობა, რომელიც მას სჭირდება კონტრშეტევის განსახორციელებლად“, – განაცხადა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.
ბლინკენის თქმით, უკრაინის კონფლიქტი სავარაუდოდ გაგრძელდება გარკვეული პერიოდი, რადგან რუსეთს უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობის ძალები და ტექნიკა აქვს მობილიზებული, რომელსაც ჯერ კიდევ იყენებს მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
0
0