22/09/2022
13:09
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური განცხადების მიხედვით, აშშ და მისი პარტნიორი სახელმწიფოები ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიყიდვის შესახებ ჭორებს ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ იარაღით ვაჭრობა სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კორეას რუსეთში იარაღი ექსპორტზე არ გააქვს.
"ჩვენ გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და გარკვევით ვთქვათ, რომ ჩვენ იარაღი და საბრძოლო მასალა ექსპორტზე რუსეთში არასდროს გაგვიტანია და არც ვაპირებთ გატანას. ზუსტად ცნობილი არ არის, აშშ-ს მიერ გავრცელებული ჭორი სად იღებს სათავეს, მაგრამ მისი მიზანი ჩრდილოეთ კორეის იმიჯის შელახვაა. ჩვენ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ აშშ-ს დაუფიქრებლად გავრცელებულ ჭორს, მისი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად. ვაფრთხილებთ აშშ-ს, ენას კბილი დააჭიროს და შეეშვას დაუფიქრებელი კომენტარების გაკეთებას და ჩრდილოეთ კორეისთვის შენიშვნების მიცემას". – წერია განცხადებაში.
აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატები, ხოლო ჩრდილოეთ კორეისგან რაკეტები და ჭურვები შეიძინა.
0
0