22/06/2023
00:40
ეკონომიკა
ეკონომიკის მიმართულებით საქართველო საკმაოდ კარგად მიდის, თუმცა მეორე მხრივ, არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში. ეს 12 რეკომენდაცია, თავის ხასიათით უფრო პოლიტიკურია და უფრო მეტად ეხება კანონის უზენაესობას, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, იანვრის ანგარიშში საქართველოს შესაძლებლობები იყო განსაზღვრული სხვადასხვა სექტორში.
„იანვრის ანგარიშში საქართველოს შესაძლებლობები იყო განსაზღვრული სხვადასხვა სექტორში და მართალია, რომ საქართველოს აქვს სხვადასხვა ათვისების შესაძლებლობები იმაზე უკეთესი, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას. განსაკუთრების ეკონომიკის მიმართულებით საქართველო საკმაოდ კარგად მიდის, თუმცა მეორე მხრივ, არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში. ეს 12 რეკომენდაცია, თავის ხასიათით უფრო პოლიტიკურია და უფრო მეტად ეხება კანონის უზენაესობას. ვფიქრობ, დღეს, როდესაც ვხედავთ ამ შეფასების ანგარიშით, არის მესამე, მართალია არის წინსვლა და 25 % შესრულებულია, თუმცა ეს არის ის შეფასება, რაც ევროკომისიამ გაკეთა. შეგვიძლია მთელი დღე ვისაუბროთ იმაზე სამართლიანია თუ არა, თუმცა ეს არის ის, რა შეფასებაც გააკეთა ასე ვთქვათ მასწავლებელმა მოსწავლის მიმართ. საბოლოო ჯამში ყოველთვის საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ეს ევროკავშირმა გადაწყვიტა. ევროკომისია საბოლოო ჯამში უყურებს პირობებს, მოთხოვნებს და იმას, დაკმაყოფილდა თუ არა ეს მოთხოვნები, ეს არის ფაქტი“ - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
0
0