29/12/2024
23:23
მსოფლიო
ხორვატიის სატელევიზიო არხების მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, რომელიც Ipsos-მა ჩაატარა, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური სოციალ-დემოკრატების პარტიის მემარცხენე კანდიდატი, ზორან მილანოვიჩი იმარჯვებს. შესაბამისად, იგი, სავარაუდოდ, ქვეყნის პრეზიდენტობას მეორე ვადით გააგრძელებს. თავდაპირველად იგი თანამდებობაზე 2020 წელს აირჩიეს.
შედეგების მიხედვით, მილანოვიჩი ხმების 51.5%-ით ლიდერობს, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, დრაგან პრიმორაკს, რომელიც მეცნიერების ყოფილი მინისტრია და მას მმართველი პარტია "ხორვატიის დემოკრატიული კავშირი" უჭერს მხარს, ხმების 19.29% აქვს.
მილანოვიჩი უკრაინისთვის ევროკავშირისა და NATO-ს დახმარების კრიტიკოსია. ხორვატიაში პრეზიდენტს კანონპროექტებზე ვეტოს დადება არ შეუძლია, თუმცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებში გავლენა აქვს.
თუკი კანდიდატებიდან უმრავლესობას ვერცერთი მოიპოვებს, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 12 იანვარს დაინიშნება.
0
0