პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ
01/01/2025
22:52
საზოგადოება
A-
+A
პროტესტის 35-ე დღეს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ისინი საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელია, მოქალაქეებმა პროტესტის გამოხატვა უნდა განაგრძონ, რადგან საქართველოს ევროპული მომავალი არის დასაცავი.
აქციის მონაწილეების თქმით, სანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს და დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ და პროტესტს ყოველდღიურად გამოხატავენ.
რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია.
0
0
93
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%