04/01/2025
13:48
საზოგადოება
"არ ვიცოდი ჩემი მეუღლის უკრაინული რომანის შესახებ: როგორ გამოიყურება სააკაშვილის ცოლი და რა არის ცნობილი მის შესახებ“ - ამ სათაურით უკრაინული "ტელეგრაფი“, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ყოფილ პირველ ლედიზე სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. პოლიტიკოსს ოთხი შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალისგან, თუმცა ის ოფიციალურად მხოლოდ სანდრა რულოვსზე იყო დაქორწინებული.
ტელეგრაფმა გადაწყვიტა გაერკვია, როგორ გამოიყურება ახლა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, სად არის და რას საქმიანობს ქალი.
გამოცემა სტატიაში წერს, რომ ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული. ის 1993 წელს შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს სანდრა რულოვსს, რომელიც ნიდერლანდებიდანაა. ეს მოხდა სტრასბურგში (საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში, სადაც ქალი ასწავლიდა ადამიანის უფლებათა კურსს.
იმავე წელს სანდრა გადავიდა ნიუ-იორკში და დაიწყო მუშაობა კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ ადამიანის უფლებათა ფირმაში. 1996 წელს სანდრა სააკაშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, სადაც მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში და ნიდერლანდების სამეფოს საკონსულოში, თბილისში.
2004 წლიდან 2013 წლამდე სანდრა საქართველოს პირველი ლედი იყო. The Times-ი წერდა, რომ სააკაშვილის ცოლი არის მამოძრავებელი ძალა მისი მეუღლის ხელისუფლებაში მოსვლის და როგორც ვარდების რევოლუციის არქიტექტორის.
რულოვსი იყო ქმრის საყრდენი. ის აცხადებდა, რომ სააკაშვილი სავსეა ენერგიითა და იმედით და რომ ის შექმნის ახალ სამყაროს საქართველოში. სანდრა საუბრობს ხუთ ენაზე და არის Soho Foundation-ის დამფუძნებელი, არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ბავშვებს, დევნილებს, მარტოხელა პენსიონერებს და მრავალშვილიან ოჯახებს. 2007 წლიდან ფონდი ჩართულია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ახალშობილთა მოვლაში.
რაც შეეხება უფროს ვაჟს, ედუარდმა ხელოვნური ინტელექტის მაგისტრის ხარისხი მიიღო. ახალგაზრდა ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში სწავლობს. სააკაშვილის ყოფილმა მეუღლემ ზაფხულშიც გამოაცხადა, რომ ბაკალავრიატის ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულებით აბარებდა გამოცდებს.
მისი ფეისბუქის გვერდით თუ ვიმსჯელებთ, სანდრა რულოვსი ახლა საერთაშორისო ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების (IPOS) წევრია. მას შემდეგ, რაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის გლობალურ პოლიტიკაში, ქალმა გადადგა კარიერული ნაბიჯი (შეისწავლა ფსიქოლოგია), რასაც იყენებს ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებთან.
სააკაშვილთან ქორწინება 30 წელი გაგრძელდა. 2023 წელს რულოვსმა საავადმყოფოში მოინახულა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი და განაცხადა, რომ ისინი ერთად აღარ იყვნენ და ხელი ოფიციალურად გააწერა.
ქალმა აღნიშნა, რომ პატიმრობაში მყოფ მეუღლესთან შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებას ორი წელი დასჭირდა. გულწრფელი საუბრის შემდეგ სანდრამ თქვა, რომ მას თავისუფლება, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა.
სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სანდრა ყველაზე კეთილი და ჭკვიანი ქალი იყო, რომელსაც იცნობდა. მეუღლის წყალობით ბევრს მიაღწია. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ სანდრა მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულად რჩება, რადგან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და მისი ნაწილი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა აღიარა, რომ მას გული ატკინა, რადგან უკრაინაში ყოფნისას უკრაინელ დეპუტატ ლიზა იასკოსთან რომანი დაიწყო. 2021 წელს მათ საჯაროდ გამოაცხადეს ურთიერთობა 2023 წელს კი იასკო პირველად გახდა დედა.
2021 წელს მიცემულ ინტერვიუში უკრაინელი დეპუტატი ამბობდა, რომ სააკაშვილის ურთიერთობა მეუღლესთან სანდრა რულოვსთან დასრულდა. "სანდრა რულოვსმა თქვა, რომ ქმრის უკრაინელ ქალთან რომანის შესახებ ინფორმაცია მისთვის მოულოდნელი იყო და მათი აღიარების ფორმა სრულიად მიუღებელი. მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა და ქმრის გათავისუფლება მოითხოვა", - ვკითხულობთ სტატიაში.
რამდენიმე თვის წინ, რულოვსმა იმიჯი მკვეთრად შეიცვალა. თმა მოკლედ შეიჭრა და შეღებვაზე უარი განაცხადა.
სანდრა ახლა სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, მისი პოსტები კი ძირითადად გარდაცვლილ უახლოეს ადამიანებს ეხება, რომელსაც პირადად იცნობდა. ასევე ნაკლებად ერევა პოლიტიკაში და ყოფილ მეუღლეზე არაფერს აღარ წერს. რაც შეეხება სააკაშვილს, 2023 წლის 23 დეკემბერს სოციალური ქსელის საშუალებით, პატიმარმა სააკაშვილმა ყოფილ მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა.
"გილოცავ დაბადების დღეს ულამაზესო, ყველა სააკაშვილის - ედუჩას, ნიკუშას სახელით! მიშა...“
დაახლოებით ორი წელია მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი. ლიზა იასკო დიდი ხანია, ექსპრეზიდენტზე კომენტარს აღარ აკეთებს. ქალი თვეებია მის სანახავად საქართველოშიც აღარ ყოფილა. ერთი წლის წინ, სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ის და სოფო ნიჟარაძე შერიგდნენ. მოგვიანებით სტატუსი წაიშალა.
0
0