01/01/2025
23:04
ეკონომიკა
2025 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე დაწესებული აქციზი (გადასახადი) ძვირდება. კანონპროექტი „ქართული ოცნების“ პარლამენტმა დაჩქარებული სახით მიიღო, დოკუმენტს ხელი კი მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.
დოკუმენტი პარლამენტმა დეკემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით მიიღო. საბოლოო, მესამე მოსმენით კენჭისყრა 13 დეკემბერს ჩატარდა.
კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პაატა კვიჟინაძემ, ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ზარქუამ, რამინა ბერაძემ და ირაკლი ხელაძემ წარადგინეს. აქციზის გაზრდის მოტივი ეკონომიკური ზრდითა და მასზე მოთხოვნის შემცირების მოტივაციით ახსნეს.
აქციზის ფასი იზრდება:
სიგარებზე - 1,9 ლარიდან 2,1 ლარამდე;
წვრილ სიგარებზე (20 ღერი) - 2,2 ლარიდან 2,4 ლარამდე;
სიგარეტებზე (20 ღერი) - 1,7 ლარიდან
თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით ნაწარმზე (20 ღერი) - 1,7 ლარიდან 1,85 ლარამდე;
ნიკოტიკის შემცველ ნაწარმზე (1 მლ) - 1 ლარიდან 1,2 ლარამდე.
თამბაქოს ნაწარმზე ფასი „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ რეგულირდება. მისი შეცვლა პარლამენტს ხმათა უმრავლესობით შეუძლია. დღევანდელ პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა, ოთხმა პარტიამ კი შედეგებს გაყალბებული უწოდა და უარი თქვა შესვლაზე.
0
0