08/09/2022
20:21
მსოფლიო
ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, ექიმები შეშფოთებულნი იყვნენ დედოფალ ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობით და რეკომენდებულია, რომ ის ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდეს.
როგორც “BBC” წერს, ბუკინგემის სასახლისთვის ასეთი განცხადების გავრცელება ძალიან უჩვეულოა - ჩვეულებრივ, სასახლე 96 წლის მონარქის ჯანმრთელობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, რადგან ეს დედოფლის პირად საკითხად განიხილება.
გავრცელებული ინფორმაციით, დედოფალს გადაადგილების პრობლემა აქვს. ასევე გავრცელდა ცნობები, რომ შესაძლოა ის დაეცა.
დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბალმორალის ციხე-სიმაგრეში სამეფო ოჯახის წევრები, ასევე საზოგადო მოღვაწეები იკრიბებიან.
პრინცი უილიამი ცოტა ხნის წინ ჩავიდა ბიძასთან, პრინც ენდრიუსთან, პრინც ედუარდთან და პრინც ედუარდის მეუღლესთან, სოფითან ერთად. სასახლეში მიემგზავრებიან პრინცი ჰარი, მაგრამ მას თან არ ახლავს მისი მეუღლე, მეგანი; პრინცი უილიამი უკვე ბალმორალშია. მისი მეუღლე ქეითი (კემბრიჯის ჰერცოგინია) კი უინძორში დარჩა, რადგან უილიამისა და ქეითის შვილები დღეს პირველად წავიდნენ სკოლაში.
0
0