06/10/2024
17:38
მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი შვიდ ფრონტზე აწარმოებს ბრძოლას, მათ შორის „ჰეზბოლას“, „ჰამასის“, „ჰუსიტების“, დასავლეთ სანაპიროზე „ტერორისტების“, ერაყსა და სირიაში შიიტი მებრძოლების წინააღმდეგ, ამ ყველაფრის უკან კი, ირანი დგას.
ნეთანიაჰუ აკრიტიკებს საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელმაც ისრაელისთვის ღაზის საბრძოლო მოქმედებებში გამოსაყენებლად იარაღის მიწოდების შეწყვეტის ინიციატივა გამოთქვა.
ნეთანიაჰუს თქმით, იმ პირობებში, როდესაც ისრაელი ცივილიზაციის მტრებს ებრძვის, საერთაშორისო მხრდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ისრაელი ამ მხარდაჭერის გარეშეც გაიმარჯვებს.
„დღეს ისრაელი თავს იცავს შვიდ ფრონტზე ცივილიზაციის მტრების წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირას 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა პირდაპირ ისრაელისკენ გამოუშვა და რომელიც ამ შვიდივე ფრონტის უკან დგას ისრაელის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნეთიანიაჰუს განმარტებით, არ შეცვლილა მისი პირობა, შეცვალოს ძალთა ბალანსი ჩრდილოეთით, ისრაელსა და ლიბანს შორის.
0
0