26/09/2023
21:34
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად კუპრაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით, ყოველდღიურად, რუსული სანქცირებული ტვირთი, მათ შორის, ნავთობი მიედინება.
აღნიშნულ განცხადებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა:
„გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მედიაში და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ არაერთხელ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს და ხაზგასმით განვმარტოთ, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემის, ან ტვირთის შემოსვლის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების ასევე ტვირთის შემოწმებას, საქართველოს რომელიმე ნავსადგურში შემოსვლამდე.გემის შემოწმების პროცესში გამოიყენება ევროკავშირის რეგულაციები, რომლებიც აწესებს სანქციებს, მოქმედების პირობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0