17/11/2021
16:46
პოლიტიკა
როგორც მან აღნიშნა, 2019 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში დაფიქსირდა შიმშილობის 2 237 ფაქტი, ამ პაციენტების დიდმა ნაწილმა შეწყვიტა შიმშილობა და შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია გაიარეს სასჯელის მოხდის ადგილზე, ნაწილი, რომელთაც დაუფიქსირდათ შიმშილობის შემდგომი ეფექტები, გადაიყვანეს მე-18 დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდათ შემდგომი რეაბილიტაცია.
„მინდა, დავაზუსტო ერთი დეტალი, რომელიც გაჟღერდა ექიმ გიორგი გრიგოლიას განცხადებაში, რომ დაწესებულებაში პერსონალი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, მინდა დავაზუსტო, რომ ეს პერსონალი ჩვენთან მუშაობენ სახელშეკრულებო საფუძველზე და არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. მინდა, განვმარტო, რომ მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სერთიფიცირებული, კვალიფიციური პერსონალი, რომ მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა, ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია, იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს დასჭირდება“, – განაცხადა ექიმმა.
0
0