01/10/2024
14:22
მსოფლიო
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ნატოს ახალი ხელმძღვანელის მარკ რუტესგან ნატოს პოლიტიკის კურსის ცვლილებას არ ელოდება.
როგორც ცნობილია, იენს სტოლტენბერგმა ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარკ რუტეს ოფიციალურად გადააბარა.
„ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისევ იგივე მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუტე წინა შეხვედრებიდან კარგად გაიცნო. ერთ დროს არსებობდა კარგი პრაგმატული ურთიერთობების დამყარების იმედი - ყოველ შემთხვევაში, ასეთი დიალოგი წარიმართა - მაგრამ, შემდგომში, ჩვენ ვიცით, რომ ნიდერლანდებმა უკომპრომისო პოზიცია დაიკავა ჩვენს ქვეყანასთან ყოველგვარი კონტაქტის სრულად გამორიცხვის შესახებ. ამიტომ, არ ვფიქრობთ, რომ ალიანსის პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი პესკოვმა.
0
0