ჩვენ მივაწოდეთ ელენე ხოშტარიას ინფორმაცია გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა ვთხოვეთ - მამუკა მდინარაძე
17/11/2021
15:11
პოლიტიკა
A-
+A
ჩვენ მივაწოდეთ ელენე ხოშტარიას ინფორმაცია გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა ვთხოვეთ, თუმცა დადებითი პაუსუხის მოლოდინი არ გვქონია, ვინაიდან ის ამ პოზიციას არ იზიარებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ელენე ხოშტარიასთან გვქონდა საკმაოდ გულწრფელი საუბარი, გავცვალეთ არგუმენტებიც. ჩვენ მივაწოდეთ მას ინფორმაცია გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით. ამაზე საჯაროდ საუბარი ალბათ გამიჭირდება და არ იქნება სწორი. ბუნებრივია, ჩვენს თხოვნაზე მისი პასუხი დადებითი ვერ იქნებოდა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ელენე ხოშტარიას ეთქვა, კი ბატონო, ახლავე შევწყვეტ შიმშილობასო. ასეთი მოლოდინი არც გვქონდა, უბრალოდ ვთხოვეთ შიმშილობის შეწყვეტა, თუმცა ის ამ პოზიციას არ იზიარებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.
0
0
334
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%