27/04/2022
10:49
მსოფლიო
ჩინეთში H3N8 ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სამინისტროს განცხადებით, ადამიანებში მისი გავრცელების რისკი დაბალია.
პირველი პაციენტი ოთხი წლის ბიჭია ცენტრალური ჰენანის პროვინციიდან, რომელსაც აღნიშნული ვირუსი დაუფიქსირდა მას შემდეგ, რაც 5 აპრილს განუვითარდა ცხელება და სხვა სიმპტომები.
ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, ბიჭის ახლო კონტაქტები ვირუსით არ დაინფიცირებულან. მათი ინფორმაციით, ბავშვს საკუთარ სახლში გაზრდილ ქათმებთან და ყვავებთან ჰქონდა კონტაქტი.
H3N8-ის ვარიანტი მანამდე აღმოჩენილი იყო ცხენებში, ძაღლებში, ფრინველებში და სელაპებში, მაგრამ ადამიანებში არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
კომისიამ განაცხადა, რომ პირველადი შეფასებით აღნიშნულ ვარიანტს არ გააჩნია ადამიანების სწრაფად დაინფიცირების უნარი და ფართომასშტაბიანი ეპიდემიის რისკი დაბალია.
0
0