05/04/2022
12:33
მსოფლიო
ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვან ი, თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, ტელეფონით ესაუბრა.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას, ვან იმ მხარეებს კონფლიქტის დასრულებისკენ კვლავ მოუწოდა.
”ომები, საბოლოოდ, მთავრდება. მთავარია, შენარჩუნდეს მდგრადი უსაფრთხოება ევროპაში და ჩამოყალიბდეს დაბალანსებული, ეფექტური და მდგრადი ევროპული უსაფრთხოების მექანიზმი,“ - თქვა ვან იმ.
მან დასძინა, რომ „ობიექტურ პოზიციაზე მყოფი ჩინეთი მზადაა, ამ კუთხით, კონსტრუქციული როლი ითამაშოს".
როგორც დიმიტრო კულებამ “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, „ის თავის ჩინელ კოლეგასთან ერთად, იზიარებს რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დასრულება ემსახურება მშვიდობასთან, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საერთო ინტერესებს.“
0
0