10/01/2025
10:31
მსოფლიო
ჩემი აზრით, ანგელა მერკელმა, ფაქტობრივად, გაანადგურა ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა, ალის ვაიდელმა ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა.
ვაიდელმა გააკრიტიკა ყოფილი კანცლერი, რომელმაც, მისი თქმით, ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა გერმანიის გადაწყვეტილებას ატომური ელექტროსადგურების გამორთვის შესახებ.
„ანგელა მერკელმა ხალხის აზრის გაუთვალისწინებლად გახსნა ჩვენი საზღვრები არალეგალური იმიგრაციისთვის. ანგელა მერკელის მიზანი იყო მხოლოდ მზისა და ქარის ენერგიის დანერგვა. არ გჭირდება დიდი ჭკუა იმის გასაგებად, რომ შეუძლებელია ინდუსტრიული ქვეყნის მართვა მხოლოდ მზისა და ქარის ენერგიით“,- აღნიშნა ვაიდელმა.
ამასთან, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა ილონ მასკთან ინტერვიუში გააკრიტიკა გერმანული მედიის დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ.
„დაუჯერებელია, როგორ ეპყრობოდნენ დონალდ ტრამპს გერმანული მედია და გერმანელი პოლიტიკოსები მისი საარჩევნო კამპანიის დროს. როგორც „ბლუმბერგის“ ინტერვიუში ვახსენე, ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა იმის ყურება, როგორ ამცირებდნენ მას და მის მთელ ოჯახს“, – აღნიშნა ვაიდელმა.
0
0