10/01/2025
18:02
პოლიტიკა
ერთ დღეს ვწერთ, რომ საქართველოს ბელარუსიზაცია მოხდა, მეორე დღეს კი, ვწუხვართ, რომ ომის შიშის ნარატივს ვერ დაუპირისპირდა პროპაგანდაო. თუ ვუშვებთ, რომ არჩევნების მოგების შანსი არსებობდა, მაშინ ბელარუსიზაცია არ მომხდარა, არჩევნები არ გაყალბებულა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, მსჯელობა იმაზე, ომის პროპაგანდაზე და სხვა თემაზე უკეთესი საპასუხო გზავნილი რას შეცვლიდა, ამ ვითარებაში რაიმე შედეგზე ორიენტირებული არ არის.
„ერთ დღეს ვწერთ, რომ საქართველოს ბელარუსიზაცია მოხდა, მეორე დღეს კი, ვწუხვართ – ომის შიშის ნარატივს ვერ დაუპირისპირდა პროპაგანდაო. თუ ვუშვებთ, რომ არჩევნების მოგების შანსი არსებობდა, მაშინ ბელარუსიზაცია არ მომხდარა, არჩევნები არ გაყალბებულა. თუ არჩევნები გაყალბდა, საარჩევნო გზავნილები რას ცვლის? ან მომავალში რა მნიშვნელობა ექნება, ხალხს რას ვეტყვით? არჩევნებს საქართველოში აზრი გაუუქმა გაყალბების სისტემამ. მსჯელობა იმაზე, უკეთესი საპასუხო გზავნილი ომის პროპაგანდაზე და სხვა თემაზე, რას შეცვლიდა, არ მგონია რაიმე შედეგზე ორიენტირებული ამ ვითარებაში. დღეს აზრი აქვს ერთ დისკუსიას – როგორ და რა გზებით შექმნა ისეთი რეალობა, რომ ქვეყნის მართვა ვერ გააგრძელოს არალეგიტიმურმა მთავრობამ. სხვა ყველაფერზე დისკუსია, ვშიშობ, ამ კონტექსტში აღარაა არაფრის მომცემი“, – დაწერა სალომე სამადაშვილმა.
0
0
იმერეთში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
10/01/2025