10/09/2022
16:45
მსოფლიო
ელისაბედ მეორეს შვილი, ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს დიდი ბრიტანეთის მეფედ. ამის შესახებ BBC იუწყება.
გადაწყვეტილება დღეს ტახტის მემკვიდრეობის საბჭომ მიიღო. თავის მხრივ, მისი მეუღლე კამილა პარკერ-ბოულზი დიდი ბრიტანეთის დედოფალი გახდა. ჩარლზის მეფედ გამოცხადებას ხელი მოაწერეს თავად ჩარლზმა, დედოფალმა კამილამ, თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდაუნთმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა და კენტერბერის არქიეპისკოპოსმა.
ცერემონიას დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრები ჯონ მეიჯორი, გორდონ ბრაუნი, ბორის ჯონსონი, დევიდ კემერონი, ტერეზა მეი და ტონი ბლერი დაესწრნენ. აქვე იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე კირ სტარმერი.
ჩარლზ მესამე დიდი ბრიტანეთის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე ხანდაზმული მონარქი გახდა ტახტზე ასვლის მომენტში. ის 73 წლისაა. დედამისი, ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს გარდაიცვალა.
9 სექტემბერს ჩარლზ მესამემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ის, ძირითადად, ელისაბედ მეორეზე საუბრობდა. ჩარლზის თქმით, დედოფალმა ელისაბედმა ღირსეულად იცხოვრა და მან პირობა დადო, რომ დიდ ბრიტანეთს სიცოცხლის ბოლომდე ემსახურება.
0
0