17/12/2021
17:39
სამართალი
ადვოკატის თქმით, „მიმდინარეობს იმის მცდელობა, რომ საქმე ეროვნულ გრძნობებზე გადაიყვანონ“.
ბასილაია აცხადებს, რომ ჩანაწერები არის ფალსიფიცირებული. ამასთან, ბექა ბასილაია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფრაზები, რომლებიც ჩანაწერში ისმის, არ არის თემურ ალასანიას საუბარი.
„ცდილობენ ეს საქმე გადაიყვანონ ეროვნულ გრძნობებზე და ასე შემდეგ იმ ფალსიფიცირებული, უკანონო ჩანაწერებზე დაყრდნობით. ეს არის ფალსიფიცირებული ჩანაწერი და დღეს იყოს ფარსი, გამოძიება დაწყებული აქვთ უკანონო მოსმენაზე და უკანონო ჩანაწერის გავრცელებაზე. ამ დროს კითხვებს სვამდნენ საუბრის შინაარსის რეალურობაზე, უნდოდათ დღეს ვინმეს დაედასტურებინა, რომ ეს თურმე რეალური ჩანაწერია, იმისთვის რომ შემდეგ დაეორგანიზებინათ ხალხი, რომლებიც გამოვიდოდნენ და შემდეგ იტყოდნენ „თემურ ალასანია ქართველ ხალხს აყენებს შეურაცხყოფას“.
ის ჩანაწერები არის ფალსიფიცირებული და იცით ვინ ადასტურებს, რომ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით ვინ ჩაატარა ექსპერტიზა? იმ უწყებამ, რომლის თანამშრომლები ტექნიკურ ნაწილში, ტელეფონების ნაწილში დღეს მსჯავრდებულები არიან. აქედან გამომდინარე არის ნულოვანი ნდობის საქმე.
რაც შეეხება კითხვებს, მკაფიოდ გაეცა პასუხი არცერთი იქ არსებული ფრაზები, იქნებოდა ეს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული თუ ქართველ ხალხთან დაკავშირებული, ეს არ არის თემურ ალასანიას საუბარი. ეს არის შეკოწიწებული მისი სხვადასხვა საუბრიდან. ასე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უკანონოდ გვისმენენ, შეაკოწიწონ ჩვენი საუბარი და გამოიყვანონ ისეთი შინაარსი, რომ ხალხი აღშფოთდეს.
საქმის მიხედვით სინამდვილეში უნდა იკვლევდნენ უკანონოდ ჩამწერ, უკანონოდ დამმონტაჟებელ და უკანონოდ გამავრცელებელ პირებს, მაგრამ დასვეს ორად ორი კითხვა, სინამდვილეში იკვლევენ ნამდვილია თუ არა ეს შინაარსი. ეს შინაარსი არ არის ნამდვილი, ეს არის ცრუ შინაარსი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
0
0