13/10/2024
18:59
სპორტი
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუიშ ინასიო ლულა და სილვა უჩვეულო წინადადებით გამოვიდა ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობის ფორმირებასთან დაკავშირებით.
პოლიტიკოსის თქმით, შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს იმ მოთამაშეებისგან, რომლებიც სამშობლოში გამოდიან და არა ევროპასა თუ საუდის არაბეთში.
„საზღვარგარეთ მოთამაშეები უკეთესები არ არიან, ვიდრე აქაურები. უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადგილობრივ მოთამაშეებს და არა „სტუმრებს“, – მოჰყავს პრეზიდენტის სიტყვები გამოცემა Sapo Desporto-ს.
მან ეს განცხადება ჩილესთან (2:1) მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის შემდეგ გააკეთა. ბრაზილიელთა რიგებში ორივე გოლი ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე „ბოტაფოგოს“ ფეხბურთელებმა გაიტანეს.
„მე ვიცანი მხოლოდ მეკარე (ედერსონი „მანჩესტერ სიტიდან“), მცველი „პარი სენ-ჟერმენიდან“ (მარკინიოსი), როდრიგო („რეალი“) და რაფინია („ბარსელონა“). ბრაზილიის ჩემპიონატის გარეთ არ თამაშობენ გარინჩები და პელეები“, – განაცხადა ლულა და სილვამ.
0
0