11/05/2024
14:10
სამართალი
არსებული ინფორმაციით, ბლოგერის, უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს.
ინფორმაციას აბაშიძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ადასტურებს.
თუთბერიძის თქმით, სამართალდამცავებმა მას სამსახურში მიაკითხეს და წაიყვანეს. იაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.
თუმცა, დაკავების მიზეზი ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია.
„ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, ადვოკატი არ ესწრებოდა დაკავების პროცესს”,-განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ბლოგერი უჩა აბაშიძე, 9 მაისს დააკავეს. მანამდე პოლიცია რამდენიმესაათი ჩხრეკდა სახლს, ადვოკატს კი ბინაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
0
0