ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება
20/10/2021
14:39
რეგიონები
A-
+A
ბერბუკში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია იწყება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გმიმდინარეობს ტენდერი.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 849 410 ლარს შეადგენს. იგეგმება გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაცია. მათი ჯამური სიგრძე 1 181 მეტრია.
გზის პირველი მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 525 მეტრია, წარმოადგენს სოფელთან მისასვლელ გზას.
გზის მეორე, 465 მეტრიანი მონაკვეთი, სოფელ სვენეთისკენ მიმავალი გზიდან იწყება და მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან სრულდება.
გზის მესამე, 191 მეტრიანი მონაკვეთი კი, თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზიდან სოფელ სვენეთისკენ მიემართება.
აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, სადაც ძველი ასფალტის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.
პროექტის მიხედვით, გარდა საავტომობილო ნაწილისა, რეაბილიტირდება მიერთებები და ეზოებში შესასვლებიც.
0
0
355
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%