08/09/2022
18:13
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II ბალმორალში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც ექიმები მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეაშფოთა, - ინფორმაციას BBC-ი ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს.
”დილით მორიგი შეფასების შემდეგ, დედოფლის ექიმები მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო შეშფოთებულები არიან და ურჩიეს, რომ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, პრინცი ჩარლზი, კორნუოლის ჰერცოგინია და კემბრიჯის ჰერცოგი ბალმორალში გაემგზავრნენ.
დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი.
”ჩემი ფიქრები - და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ფიქრები - ამ დროს მის უდიდებულესობა დედოფალთან და მის ოჯახთანაა”, - განაცხადა პრემიერმა.
0
0