06/05/2024
17:56
ეკონომიკა
"ბაქო-თბილისი - ყარსის" რკინიგზა 2 კვირაში გაიხსნება - ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა აზერბაიჯანულ სააგენტო „აზერტაჯთან“ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე დასრულდა სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მოდერნიზაცია, ჯამში საუბარია 184 კმ სიგრძის ხაზის მოდერნიზებაზე. რუსტამოვი ამბობს, რომ BTK სარკინიგზო ხაზით ტვირთების გადაზიდვა 20 მაისს დაიწყება. ამ სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის მთავარი მიზანი კი, „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობის გაზრდა და BTK -ის დერეფნის ერთ-ერთ მთავარ სატვირთო არტერიად გადაქცევაა.
„გაფართოების შემდეგ ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა. სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახლა "აზერბაიჯანის რკინიგზა" მზადაა აზიიდან და ცენტრალური აზიიდან გაგზავნილი ტვირთის უმეტესი ნაწილი მოდერნიზებული BTK სარკინიგზო ხაზით გადაიტანოს დასავლეთში და პირიქით"- ამბობს რუსტამოვი.
BTK რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოების შემდგომ ეტაპზე ერთ-ერთი მთავარი საკითხია აზერბაიჯან - საქართველოს ერთობლივი კომპანიის შექმნა. სწორედ ეს კომპანია იმუშავებს BTK ოპერაციების ეფექტურად მართვისა და ახალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.
0
0