23/01/2025
13:28
მსოფლიო
მსოფლიოს უდიდესი აისბერგი, სახელწოდებით A23a, ბრიტანეთის კუნძულთან შეჯახების ზღვარზეა, რაც ასევე საფრთხეში აგდებს პინგვინებს და სელაპებს.
როგორც BBC-ი წერს, აისბერგი ანტარქტიდიდან ჩრდილოეთისკენ - ბრიტანეთის ტერიტორიისა და ველური ბუნებისკენ - მიემართება, სადაც მისი მსხვრევაა მოსალოდნელი. ამჟამად, ის ბრიტანეთის კუნძულიდან 280 კმ-ით არის დაშორებული.
"აისბერგები არსებითად საშიშია. მთელ მსოფლიოში მეცნიერთა, მეზღვაურთა და მეთევზეთა ჯგუფი გულმოდგინედ ამოწმებს სატელიტიდან გადაღებულ სურათებს, რათა აკონტროლონ აისბერგების ყოველდღიური მოძრაობა.
ყინულის მასიური ნაჭრები მილიონობით დელფინსა და სელაპს საკვებ ადგილებზე წვდომას უბლოკავს, რის გამოც ისინი ხშირად იხოცებიან. ეს აისბერგი ცნობილია, როგორც A23a, და ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ის 1986 წელს ანტარქტიდაში ფილხნერის ყინულის მეჩეჩიდან ჩამოიშალა, მაგრამ ზღვის ფსკერზე გაიჭედა და შემდეგ ოკეანის მორევში ჩაიძირა. საბოლოოდ, დეკემბერში, ის გათავისუფლდა და ახლა სწრაფი ტემპით ამოძრავდა. A23a შესაძლოა ნებისმიერ დღეს გაიყოს უზარმაზარ სეგმენტებად, რომლებიც წლების განმავლობაში ყინულის მცურავი ქალაქებივით უკონტროლოდ იმოძრავებენ.
აისბერგები მზარდი პრობლემაა. თუმცა გიგანტური აისბერგები ჩვენი მომავლის ნაწილია. როდესაც ანტარქტიდა უფრო არასტაბილური ხდება ოკეანისა და ჰაერის თბილ ტემპერატურასთან ერთად, ყინულის ფურცლების უფრო დიდი ნაჭრები იშლება. A23a არ არის მხოლოდ წყალი. ის სავსეა საკვები ნივთიერებებითა და ქიმიკატებით, ისევე როგორც პატარა ცხოველებით, როგორიცაა ფიტოპლანქტონი. აისბერგები არაპროგნოზირებადია და არავინ იცის კონკრეტულად რა შედეგს მოიტანს", - განუცხადა BBC-ს საზღვაო კაპიტანმა საიმონ უოლესმა.
0
0