23/01/2025
17:55
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრის შედეგად განადგურებულ ლოს-ანჯელესს ფედერალურ დახმარებას შეუჩერებს, თუ კალიფორნიის შტატის ლიდერები წყლის რესურსების მართვის შესახებ სტრატეგიას არ შეცვლიან.
Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ შტატის მიერ ჩრდილოეთ რეგიონში თევზის პოპულაციის დაცვისკენ მიმართული ძალისხმევა არასწორია, რადგან ეს მეთოდი ქალაქებში ხანძარსაწინააღმდეგო ჰიდრანტების მარაგის ამოწურვას იწვევს.
”მე ვფიქრობ, რომ კალიფორნიას არაფრით არ უნდა დავეხმაროთ, სანამ შტატი წყლის რესურსების მართვის სწორ პრაქტიკას არ დანერგავს. ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალურ სააგენტოს რეფორმების გატარებისკენ მოვუწოდებ, რადგან ის საგანგებო სიტუაციებზე ეფექტურ რეაგირებას აფერხებს. მირჩევნია, რომ თითოეულმა შტატმა საკუთარ პრობლემებზე იზრუნოს”, - თქვა ტრამპმა.
0
0