23/01/2025
21:40
მსოფლიო
ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ, ძალიან ცუდად გვექცევა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.
„ის არ იღებენ სოფლის მეურნეობის ჩვენს პროდუქციას, ისინი არ იღებენ ჩვენს ავტომობილებს, ტარიფებს აწესებენ. ეს ძალიან. ევროკავშირთან ასობით მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს. ეს სიტუაცია არავის მოსწონს. მე მიყვარს ევროპა, მიყვარს ევროპის ქვეყნები, მაგრამ ისინი ძალიან უსამართლოდ გვექცევიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„ევროპელები ჩვენს ქვეყანაში თავიანთ პროდუქციას თავისუფლად ყიდიან, მაშინ როდესაც ჩვენი პროდუქციისთვის საკუთარ ქვეყანაში სირთულეებს ქმნიან. ევროკავშირი ჩვენი კომპანიებისგან - Apple და Google - მილიარდებს ითხოვს და ჩვენ გვაქვს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან მათ“, - დასძინა მან.
0
0