23/01/2025
13:26
მსოფლიო
CBS News-ის ინფორმაციით, აშშ-მექსიკის საზღვარზე 10000-მდე ამერიკელი ჯარისკაცის განლაგებაა დაგეგმილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-მექსიკის საზღვარზე ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ის, საიმიგრაციო აგენტების დასახმარებლად და ლტოლვილების შემცირების მიზნით, საზღვარზე აშშ-ის ჯარებს გაგზავნის. შესაბამისად, ტრამპმა გააუქმა ბაიდენის პრეზიდენტობის დროს გაცემული რამდენიმე საიმიგრაციო ბრძანება, მათ შორის ერთ-ერთი ეხება სერიოზული დამნაშავეებისთვის დეპორტაციის პრიორიტეტების შეზღუდვას.
საბაჟო და საზღვრის დაცვის მემორანდუმში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა თავისი ბაზები "შეიძლება" "დროებითი დაკავების იზოლატორებად" გადააქციოს.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს - ერთ-ერთი მათგანი არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას ეხება.
0
0