17/09/2022
13:40
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში. როგორც ჯო ბაიდენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, ამგვარი ქმედებები ომის სახეს შეცვლის და აქცევს ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ამასთან, ჯო ბაიდენს არ უთქვამს, რა იქნება აშშ-ის რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ამგვარ იარაღს გამოიყენებს
CBS-ის გადაცემა „60 წუთის“ წამყვანმა, სკოტ პილიმ პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხა, რას ეტყოდა პრეზიდენტ პუტინს, თუ ის განიხილავდა უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას.
„არ გააკეთოთ ეს“, – განაცხადა ბაიდენმა.
ამის შემდეგ ბაიდენს ჰკითხეს, რა შედეგები იქნებოდა, თუ პუტინი ასეთ ხაზს გადაკვეთდა.
„თქვენ ფიქრობთ მე გეტყვით, რა იქნება ზუსტად? რა თქმა უნდა, მე არ გეტყვით. ამას ექნება შედეგები. ისინი გახდებიან კიდევ უფრო გარიყულები მსოფლიოში, როგორც არასდროს და იმის მასშტაბების მიხედვით, თუ რას გააკეთებენ, განისაზღვრება, რა პასუხი იქნება“, – აღნიშნა ბაიდენმა.
0
0