09/10/2023
13:14
ეკონომიკა
აზიურმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს ფრენები თელ-ავივის მიმართულებით, რადგან ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ისრაელის ძალებსა და „ჰამასს“ შორის.
Korean Air, ერთადერთი სამხრეთ კორეული ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს პირდაპირ რეისებს ინჩეონსა და თელ-ავივის შორის, თუმცა მან გააუქმა ორშაბათის ფრენა - მაგრამ განაცხადა, რომ შეასრულებს საპასუხო რეისს თელ-ავივიდან ინჩეონში, რათა გამოიყვანოს მისი მოქალაქეები.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელში დაახლოებით სამხრეთ კორეის 570 მოქალაქე ცხოვრობს.
Air India-მ, ასევე, შეაჩერა ფრენები თელ-ავივის მიმართულებით, მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების გამო.
ამავდროულად, Cathay Pacific-მა, ასევე, გააუქმა ფრენა თელ-ავივის მიმართულებით და განაცხადა, რომ ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას.
ავიახაზებმა მთელს მსოფლიოში, მათ შორის United Airlines, American Airlines და Delta Air Lines, ასევე გააუქმეს ფრენები კონფლიქტის გამო.
0
0