03/05/2024
17:11
ეკონომიკა
ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება. ბანკმა საქართველო , საერთო ჯამში, სუვერენული სესხისა და გრანტების სახით, 3.9 მილიარდი აშშ დოლარით დააფინანსა - 900 მილიონ დოლარზე მეტი კერძო სექტორის პროექტებზე, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი ეხმარება საქართველოს, გახდეს რეგიონული ჰაბი.
„ჩვენი ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგია (CPS) საქართველოსთვის მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული განვითარების სტრატეგიის სამ ძირითად პრიორიტეტს - ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და საჯარო ადმინისტრირება. ამასთან, საქართველოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის მდებარეობის გათვალისწინებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონულ თანამშრომლობას. ADB აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს, გახდეს რეგიონულ ჰაბი“, - აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ძალიან უნიკალური მდებარეობა აქვს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და დაკავშირებადობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მათ შორის შუა დერეფანი.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სომხეთს, საქართველოსა დ აზერბაიჯანს შორის რეგიონულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა.
„ამ სამ ქვეყანას შორის რეგიონული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. აზიის განვითარების ბანკი მოხარულია, მხარი დაუჭიროს დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქუტრას, ლოჯისტიკას, რათა სტიმული მისცეს ადამიანებისა და ტვირთების მშვიდობიან მოძრაობას რეგიონის ირგვლივ“, - აღნიშნა მასაცუგუ ასაკავამ.
0
0