09/09/2022
19:26
მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ საშინელი ომის შედეგად ახალი ევროპა უნდა დაიბადოს - უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად. ამის შესახებ მან კიევში ლატვიისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლონეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, ყველაზე აქტიურია ევროკავშირში უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორგანიზებაში. მისი თქმით, ეს სანქციები გაძლიერდება და ყოველთვიურად მზარდ გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე.
როგორც მორავეცკის აღნიშნა, კრემლის ერთ-ერთი გეგმაა უსახსრობის გამო უკრაინის „დაჩოქება“. ამიტომ, უკრაინას ფინანსურად ყველა ქვეყანა უნდა დაეხმაროს.
0
0