29/04/2023
18:12
მედიცინა
"ეს არ არის ახალი არაფერი, ეს არის ჩვეულებრივი. კიდევ თქვა, რომ ჩვენ დავაფინანსებთ მათ რეაბილიტაციას, რაც სჭირდებათ. ეს არის სულ სხვა რამ. რეაბილიტაცია, ყველაფერი საჭიროა, რა თქმა უნდა, ამ დაავადებისთვის, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. ეს არ არის მოსალოცი ამბავი ჩვენთვის, ამას გვეუბნებოდნენ პირად საუბრებში ყოველდღე, ყოველთვიურად, ყოველკვირეულად“. - ამბობს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელი, ქეთევან ბეგიაშვილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო მზადაა, დააფინანსოს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაცია.
მისვე თქმით, ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტენ საპროტესტო აქციას, თუ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს სამართლებრივ აქტს, სადაც გაწერილი იქნება, რომ მედიკამენტ ვოზორიტიდს არაუგვიანეს პირველ სექტემბერს შემოიტანენ.
"სხვა შემთხვევაში თამარ გაბუნიას ნათქვამის არ გვჯერა არცერთ მშობელს. როგორ უნდა დავიჯეროთ მისი ნათქვამი, როცა ტყუილს ავრცელებდა ამავე საიტზე მედიკამენტის არაეფექტურობის შესახებ და უცბად შეიცვალა ახლა ყველაფერი და თურმე, დაჩქარებული წესით მუშაობენ. უნდობლობას ვუცხადებთ თამარ გაბუნიას და ზურაბ აზარაშვილს". - აღნიშნა ბეგიაშვილმა.
ცნობისთვის, გაბუნია დღეს განაცხადა: “მზად ვართ, დაჩქარებულად შევქმნათ აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი და გაიდლაინი”.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024