21/01/2025
13:32
მსოფლიო
ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნულმა ილონ მასკმა პირველი დავალების შესახებ X-ზე დაწერა:
,,პირველი დავალების შესრულება იწყება. სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტმა უკვე მიიღო ზომები დივერსიფიკაციის ხელშეწყობის საკითხებზე მომუშავე უფროსი ოფიცრების აღმასრულებელი საბჭოს ვებგვერდის გაუქმებაზე. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის პერსონალის მართვის ოფისში ეს განყოფილება იხურება,’’ - წერს მასკი.
Dailymail-ის ინფორმაციით, აღმასრულებელი საბჭოს ვებგვერდი პლატფორმაზე უკვე ვეღარ იძებნება.
როგორც ცნობილია, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ილონ მასკს სახელმწიფო ხარჯების შემცირებასა და საჯარო სამსახურში მომუშავე პერსონალის პროდუქტიულობის გაუმჯობესებაზე მუშაობა დაევალა.
0
0