05/06/2023
08:48
სპორტი
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პრაღაში ევროპის თასზე სამი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ – კოტე კაპანაძე (-73კგ), გიორგი ბადუაშვილი (-100კგ) და შალვა გურეშიძე (+100კგ).
ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ – ხვიჩა გაფრინდაშვილი (-66კგ), ლუკა ბაბუციძე (-81კგ), თამაზ კობერიძე (-90კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ). ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს – თომა გელაშვილმა (-60კგ), ლუკა თურაზაშვილმა (-81კგ), ერეკლე ბაზიერიშვილმა (-100კგ), მიხეილ ჯაფარიძემ (-100კგ) და გიორგი ტაბატაძემ (+100კგ).
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირზე მედლების მოპოვება ყველა წონით კატეგორიაში მოახერხეს. მძიმე წონაში კი ქართული ფინალი შედგა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა, რადგან სხვა ოთხ წონით კატეგორიაში ოქროს მედლები მხოლოდ იაპონელებმა მოიპოვეს.
0
0