06/04/2023
13:47
ეკონომიკა
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის დასაწყისში საქართველოში ავოკადოზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ავოკადოს ადგილობრივი წარმოება არ არსებობს.
ავოკადოს იმპორტი წელიწადში დაახლოებით 46%-ით იზრდება, რაც შეეხება ღირებულებას, მისი ფასი დოლარში 33%-ით გაიზარდა.
პროდუქტზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო 2022 წელს, რაც აიხსნება რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციითა და პოსტპანდემიური პერიოდით.
საქართველო ავოკადოს ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან ყიდულობს. ეს უკანასკნელი ბოლო წლებში იმპორტიორი გახდა და ამჟამად ბაზრის 65%-ს იკავებს.
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ უკვე შეიძინა 215 ტონა ავოკადო, რაც 2-ჯერ აღემატება 2022 წლის სტატისტიკას. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ დიდია ალბათობა იმისა, რომ 2023 იქნება რეკორდული წელი.
0
0