05/10/2024
10:27
მსოფლიო
აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ ათზე მეტ ობიექტზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას Associated Press-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს მებრძოლების შეიარაღების სისტემებზე, ბაზებსა და სხვა ობიექტებზე.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, სამხედრო ვერტმფრენები და გემები „ჰუსიტების“ საყრდენ პუნქტებს დაახლოებით ხუთ ლოკაციაზე ბომბავდნენ.
„ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა, თავის მხრივ, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა შვიდჯერ დაბომბეს ჰოდეიდეს აეროპორტი და კატეიბის რაიონი, სადაც მათი სამხედრო ბაზაა განლაგებული. კიდევ ოთხი იერიში დედაქალაქ სანას სეიანას რაიონზე მიიტანეს, ხოლო ორი დარტყმა - დჰამარის პროვინციაზე.
0
0