04/10/2024
14:35
მსოფლიო
დაახლოებით 400 ყოფილმა თანამდებობის პირმა და სამხედრომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპს არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წარუმატებელი საგარეო პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ ამერიკელებს ხმა მისცენ ტრამპს.
ტელეარხის ცნობით, განცხადებას ხელს აწერენ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ქვეყნის ყოფილი ელჩი გაეროში ნიკი ჰეილი, აგრეთვე ამერიკის 40 ყოფილი ელჩი სხვადასხვა ქვეყანაში, 75 სამხედრო და ასეულობით ყოფილი თანამდებობის პირი ეროვნული უსაფრთხოების სფეროდან.
აღსანიშნავია, რომ წერილს ხელი 2021 წელს ქაბულში მოკლული 13 ამერიკელი ჯარისკაცის ოჯახის წევრებმაც მოაწერეს.
0
0