10/05/2024
18:12
სამართალი
“გირჩი TV”-ის თანამშრომელ, გიორგი მოსიაშვილის სახლში დღეს კრიმინალური პოლიცია შევიდა" - ამის შესახებ ინფორმაციას გირჩის პიარ-მენეჯერი, ანა ყურაშვილი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 10 მაისს, გიორგი მოსიაშვილს ტელეკომპანია “იმედმა”, მათივე ინფორმაციით, ფარული ჩანაწერი გაუვრცელა, სადაც, მათი ცნობითვე, მოსიაშვილი გზების და შენობების პიკეტირებაზე ლაპარაკობს.
იმავე დღეს მოსიაშვილმა ამ ჩანაწერებს “დამონტაჟებული” უწოდა.
"რა სიბინძურეც ჩემზე გაავრცელეს პროპაგანდისტულმა არხებმა, ძირითადი ნაწილი არის დამონტაჟებული და სიტყვები ჩაკერებული თან არის ძველი ჩანაწერი. მაგრამ ესენი რომ უნდ წავიდნენ და გმირთა მოედანს რომ ვკეტავთ მაგას საჯაროდაც ვამბობთ". - წერია მოსიაშვილის გამოქვეყნებულ პოსტში.
ამავე ფაქტზე, “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ სავარაუდოდ, ფარული ჩანაწერი “ფაბრიკაციაა”.
"პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი
არ ვიცით სად ჰყავთ, არ ვიცით რას ედავებიან
ერთადერთი რაც ვიცით ისაა რომ გუშინ იმედმა და პოს ტვ-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია". - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
0
0