17/11/2021
17:05
პოლიტიკა
სუბარის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სასჯელაღსრულების სისტემაში შიმშილობის 2400-მდე ფაქტი იყო და მართვის გამოცდილება ყველაზე კარგად სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაში დაგროვდა.
"მიკერძოებულობის განცდა დამრჩა. ადამიანები შევიდნენ და თქვეს, რომ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში არის აბსოლუტურად ყველა პირობა, რათა ადამიანებს შიმშილობისას მეთვალყურეობა ჩაუტარდეთ და შიმშილობის შემდგომ მათი რეაბილიტაცია მოხდეს. ითქვა, რომ იქ მაღალკვალიციფიური ექიმები არიან როგორც სისტემის შიგნით, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოდან მივლენილნი. ადგილზე არის ყველა პირობა, მაგრამ თქვეს, რომ არ არის მსგავსი მართვის გამოცდილებაო. ეს ძალიან უცნაურია, რადგან თუ არსებობს აპარატურა, არიან გამოცდილი ექიმები, გამოცდილება კედლებს ხომ არ ექნება?!" - განაცხადა სოზარ სუბარმა.
0
0