15/01/2025
00:49
საზოგადოება
სამუშაო ჯგუფი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა, რომელსაც ლევან მგალობლიშვილი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში აფხაზეთის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის წევრები შედიან.
საგანგებოდ შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, ინციდენტის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან და კომპეტენციის ფარგლებში, ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად ეცნობიან.
სამუშაო ჯგუფის წევრები სრულ კოორდინაციაში არიან ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად შეძლონ მოსახლეობის დახმარება.
საჭიროებების იდენტიფიცირება შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით და ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის საფუძველზე ხორციელდება.
შემთხვევა ორთაჭალაში, ნიკოლოზ ჩხეიძის ქუჩაზე, 14 იანვარს, ღამის საათებში მოხდა. 9-სართულიან კორპუსში აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი. დაღუპული მამაკაცის დაკრძალვის ხარჯებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სრულად უზრუნველყოფს.
ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
0
0