გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს - მან კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა
15/01/2025
08:56
სამართალი
A-
+A
"საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელსაც ბათუმში თავს დაესხნენ, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. შესაბამისი განცხადება კლინიკაში მედიასთან ექიმმა გააკეთა.
ექიმის თქმით, პაციენტის ჰემოდინამიკა სტაბილურია და მან საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა.
"მოქალაქე შემოყვანილია 02:34 წუთზე სასწრაფოს ბრიგადის მიერ. გადმოცემით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები. პაციენტი გონზე იყო, ჰემოდინამიკა სტაბილური. ძირითადად გამოხატული იყო ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. ჰემოდინამიკა იყო სტაბილური, პაციენტმა თავის სურვილით დატოვა კლინიკა", - აღნიშნა ექიმმა თაკო შანთაძემ.
0
0
552
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%