20/11/2022
15:17
კონფლიქტები
"აფხაზეთი ირანთან კავშირების ეტაპობრივი გაფართოებისთვის მზად არის", - ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ სოხუმში რუსეთის “ელჩთან”, მიხეილ შურგალინთან შეხვედრისას.
"ვხედავთ ურთიერთობების განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს. დღეს ირანს გლობალურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს".- თქვა არძინბამ.
როგორც ცნობილია, 8 ნოემბერს მოსკოვში ირანის საელჩოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები ეწვივნენ.
ინალ არძინბამ და ახსარ ჯიოევმა ირანის ელჩს რუსეთში კაზემ ჯალალის ტერორისტული აქტის შედეგად 15 ადამიანის დაღუპვა მიუსამძიმრეს. არძინბამ საელჩოში ვიზიტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ "აფხაზეთისთვის საინტერესოა ირანის სახელმწიფოს განვითარებაზე დაკვირვება".
0
0