აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი: 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებაში, მაქსიმუმი გააკეთეს, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა
09/10/2021
18:52
საზოგადოება
A-
+A
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსის ჯუმბერ ბათაძის განცხადებით, ბათუმში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში 400-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.
როგორც ჯუმბერ ბათაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, შესაბამისი ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა.
მან მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადა.
„შეტყობინების შემოსვლისთანავე - დაახლოებით 2 წუთში იყვნენ მობილური ჯგუფები ადგილზე, შესწავლილი იქნა არსებული სიტუაცია, რეგიონებიდან დამატებით მობილიზებული იქნა მეხანძრე-მაშველები. დაახლოებით 400 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა სამაშველო ღონისძიებაში სადღეღამისო რეჟიმში, წინასწარ შესწავლილი იქნა ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების ადგილმდებარეობა და წერტილოვნად მიმდინარეობდა მათი აღმოჩენის და სამაშველო ღონისძიებები.
სამაშველო რეჟიმი იყო სადღეღამისო, ჩანაცვლებით. მეხანძრე-მაშველებმა მაქსიმუმი გააკეთეს, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა“, - განაცხადა ჯუმბერ ბათაძემ.
0
0
59063
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%