08/10/2024
10:18
მსოფლიო
ორგზის გრემის ჯილდოს მფლობელი მომღერალი სისი ჰიუსტონი, ნიუ-ჯერსიში მდებარე სახლში გარდაიცვალა. ბოლო პერიოდში, ის ჰოსპისში ალცჰეიმერის დაავადებას მკურნალობდა.
სისი დრინკარდი (ჰიუსტონი მომღერლის მეუღლის გვარია) ნიუ ჯერსიში 1933 წელს, დაიბადა. ის რვა შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. სისიმ მღერა 5 წლის ასაკში დაიწყო, მოგვიანებით, ძმებთან ლარისთან და ნიკისთან ერთად, მშობლების, ნიჩ და დელია მეი დრინკარდების მიერ დაფუძნებული ვოკალური ჯგუფის, Drinkard Four-ის წევრი გახდა. სისი ჰიუსტონის 70-წლოვანი მუსიკალური კარიერა, ძირითადად, გოსპელის ჟანრს მოიცავს. ის ასრულებდა ისეთ სუპერვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც იყვნენ ელვის პრესლი და არეტა ფრანკლინი.
ბენდ Sweet Inspiration-ში წარმატების მიღწევის შემდეგ, ჰიუსტონმა სოლო კარიერა დაიწყო - მღეროდა ჩაკა ხანთან, ჯიმი ჰენდრიქსისთან, ბიონსესთან, პოლ საიმონთან და თავის ქალიშვილ უიტნი ჰიუსტონთან ერთად. 2012 წლის ჩათვლით მომღერალმა 10 სოლო ალბომი გამოუშვა. მან ასევე დაწერა სამი წიგნი, რომელთაგან ერთ-ერთი მისი ქალიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
0
0