14/11/2021
15:19
პოლიტიკა
ოპოზიციონერ დავით კირკიტაძის თქმით, დეპუტატები შიმშილობას არ შეწყვეტენ, სანამ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი.
„ამ ეტაპზე პარლამენტის 9 წევრმა გადავწყვიტეთ შიმშილობის დაწყება ერთადერთი მოთხოვნით. ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნეს მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, რათა მას ადეკვატური ჯანდაცვის სერვისები მიეწოდოს.
ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი და მე დავით კირკიტაძე ამ წუთიდან შიმშილობას ვაცხადებთ. შიმშილობა გაგრძელება სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
0
0