31/01/2025
18:04
პოლიტიკა
სირიის ახალ ხელისუფლებასთან კომუნიკაცია ჩვენი ევროპელი მეგობრების მეშვეობით დავამყარეთ - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, კოლეგა ოპოზიციონერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით ერთად. ჩვენ გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ახლა სირიაში მას შემდგომ, რაც დიქტატორი ასადი გაიქცა სირიიდან, დაემხო მისი რეჟიმი და ჩვენი ევროპელი მეგობრების მეშვეობით ეს კომუნიკაცია დავამყარეთ და შესაბამისად მივაწოდეთ ოთხივე კოალიციური ცენტრის მიერ ხელმოწერილი თხოვნა/მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ უკან იქნეს გათხოვილი სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება." - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
როგორც ცნობილია, ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართავს მოთხოვნით, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
0
0