31/01/2025
17:52
პოლიტიკა
ამერიკელი ჰაკერების მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც საუბარია ინტერნეტში ატვირთულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც USAID-მა საქართველოში სამი პროგრამისთვის 30 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, მმართველ გუნდში აფასებენ.
როგორც დავით მათიკაშვილი აცხადებს, "კიდევ უფრო მეტ ეჭვს იწვევს ის ინფორმაცია, რომელიც გამჟღავნებული იქნა USAID-ის მიერ შესაძლო პროექტების დაფინანსებაზე, საქართველოში შემოდინებულ გაურკვეველი დანიშნულების თანხაზე":
"იყო კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტული შედეგები, თუ როგორ იხარჯებოდა უცხოური ფული, იგივე USAID-ის მიერ შემოტანილი, იყო კანვასის ტრენინგები, პარალელური დათვლის მწარმოებელი კომპანიის დაფინანსება, რომელმაც გააყალბა ეს პარალელური დათვლა და არაერთი ისეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების ინტერესებს. ამ ყველაფერს საქართველომ პასუხი გასცა გამჭვირვალობის შესახებ კანონით და ზუსტად იგივე ლაიტ მოტივი იქნა განმეორებული შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ, როდესაც მან 90 დღით შეაჩერა ყოველგვარი დაფინანსება. ამ კუთხითაც, კიდევ უფრო მეტ ეჭვს იწვევს ის ინფორმაცია, რომელიც გამჟღავნებული იქნა USAID-ის მიერ შესაძლო პროექტების დაფინანსებაზე, საქართველოში შემოდინებულ გაურკვეველი დანიშნულების თანხაზე,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
0
0