20/01/2024
10:03
ეკონომიკა
"ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, 16 იანვარს, მესტიაში ელექტროენერგიის დღიური მოხმარების ისტორიული რეკორდი დაფიქსირდა.
პირველად, დღიურმა მოხმარებამ 500 ათასი კილოვატსაათი შეადგინა.
იმავე დღეს, სრულად ,,ენერგო-პროს“ აბონენტეთა მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 მილიონი კოლივატსაათი შეადგინა. აღნიშნული 14 მილიონი კილოვატსაათი მოიხმარეს ყველა კატეგორიის მომხმარებლებმა, მათ შორის დიდმა კომერციულმა თუ საბიუჯეტო აბონენტებმა, ხოლო მხოლოდ მოსახლეობამ მოიხმარა დაახლოებით 6 მილიონი კილოვატსაათი.
"გთხოვთ, ყურადღებით დავაკვირდეთ რიცხვებს, ჩვენს არეალში არსებული 56 ქალაქის თუ რაიონული ცენტრის, 35 დაბის და 3100 სოფელის, 1 მილიონმა მოსახლემ მოიხმარა 6 მილიონი კილოვატსაათი, ანუ დედაქალაქისა და ოკუპირებული რეგიონების გარდა, სრულიად საქართველოს მოსახლეობამ მოიხმარა 6 მილიონი კილავატსაათი და მათ შორის ნახევარი მილიონი მოიხმარა ზემო სვანეთის სამი ათასმა მომხმარებელმა". განაცხადა ,,ენერგო-პრო ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ მიხეილ ბოცვაძემ.
0
0